კვათანის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
05-04-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში, უტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ინფორმაციულ-შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიება მიეძღვნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203