
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და ორიგინალურ იდეებს სთავაზობენ.
მათ შორის გამორჩეულია, VIIIბ კლასის სასწავლო პროექტი- „ადამიანი საზოგადოების პირისპირ“, გიორგი ლეონიძის „მარიტასა“ და „ეშმაკის ქვის“, მიხედვით.
სკოლაში აღნიშნეს, რომ პროექტი საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი თაობისათვის, როგორც ზნეობრივ-მორალური, ასევე იურიდიული თვალსაზრისითაც.
მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, იმსჯელეს თემის ირგვლივ და განივითარეს ანალიტიკური აზროვნება.
იხილეთ ფოტოები: