This is me! - ქუთაისის N14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა საინტერესო აქტივობა განახორციელა
05-04-2024

ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტს დიდი ენთუზიაზმით ახორიცელებენ.

ამჯერად, ინგლისური ენის კლუბის უმცროსმა შტომ English Club Junior-მა ჩაატარა აქტივობა სახელწოდებით „ეს მე ვარ!” This is me!

მოსწავლეებმა ანკეტირების საშუალებით ჩაატარეს გამოკითხვა სამიზნე ჯგუფში და შეკითხვებზე დაყრდნობით ისაუბრეს საკუთარ თავზე.

ინგლისურ ენაზე, მათ ისაუბრეს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ინტერესებსა და სურვილებზე. თავიანთი ნააზრევი ერთმანეთს გაუზიარეს და კლუბის სხდომა სახალისოდ ჩაატარეს. აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში მოსწავლეებს მომდევნო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203