მარნეულის N5 საჯარო სკოლა დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა 
05-04-2024

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში დაუნის სინდორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, I კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები დაამზადეს, მოისმინეს ინფორმაცია სინდრომის შესახებ და თავიანთი შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს. 

მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობასაც გაეცნენ და მისი დაარსების ისტორიაც გაიგეს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი, ინფორმაციული, შემოქმედებითი და საინტერესო აღმოჩნდა, თითოეული მათგანი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდა მასში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203