მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
05-04-2024

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლამ, „საქართველოს გაეროს ასოციაციის“, სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში, უმასპინძლა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ ზურაბ ალხანაშვილს, რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. 

თემა - „ვაქცინაციის მნიშვნელობა“, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბის წევრები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

სკოლაში მადლობას უხდიან UNA Georgia - „საქართველოს გაეროს ასოციაციას“, ამ შესაძლებლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203