„მოდი ერთად ვიცინოთ“ - სამიქაოს საჯარო სკოლაში სიცილის დღე აღინიშნა
05-04-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობაზე, მათთვის ბედნიერი და ხალისიანი გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

გასაკვირი არაა, რომ სკოლაში სიცილის დღეც საზეიმოდ აღინიშნა, 1-ელ აპრილს ღონისძიება - „მოდი ერთად ვიცინოთ“, გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ. 

ღონისძიება ძალიან სახალისო, მრავალფეროვანი ნომრებითა და იუმორისტული სკეტჩებით იყო გაჯერებული, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203