„ვსწავლობთ ქართულ გრამატიკას“ -  შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა მოეწყო
05-04-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული იყოს. 

ამჯერად,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე მარტიაშვილის ხელმძღვანელობით, მე-3 და მე-4 კლასებს შორის ჩატარდა ვიქტორინა თემაზე - „ვსწავლობთ ქართულ გრამატიკას“. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ინიციატივაში, თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს  ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 

საბოლოოდ, გაიმარჯვა მე-4 კლასის გუნდმა - „ჩემპიონები“, მე-3 კლასის გუნდმა - „არწივებმა“, კი თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203