ახალბედა მეწარმეები ქუთაისის N1 საჯარო სკოლიდან 
05-04-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში, არჩევითი საგნის - „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში, მოეწყო ორცხობილების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეთა დაარსებულმა კომპანიამ „ORLIPE“ დაამზადა.

მოსწავლეებმა, მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელთან - ქეთევან ხაბეიშვილთან ერთად გაწერეს და განახორციელეს პროექტი, რომელიც მიეძღვნა ქალთა დღეს.

„აღნიშნული აქტივობით ჩვენმა ახალბედა მეწარმეებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს. შედეგად აუმაღლდათ თვითშეფასება და განუვითარდათ მეწარმეობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ მიიღეს უკუკავშირი,  რეკომენდაციები თანატოლებისა და პედაგოგებისგან.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203