ქუთაისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
05-04-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სკოლაში კურსდამთავრებულებით ამაყობენ, მათ კიდევ ბევრ წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203