
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან, სადაც შემოქმედებით უნარებს შესანიშნავად ავლენენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა VII კლასის მოსწავლე ნინო ანდღულაძე. მან პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან ულამაზესი ყვავილების თაიგული შექმნა. მოსწავლემ თაიგულის დამზადებისსას შემოქმედებითი უნარები და ხედვა წარმოაჩინა.
მეშვიდეკლასელის ნამუშევარმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც მას მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: