რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
05-04-2024
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

ამაში კი დიდი წვლილი სკოლის დირექტორს - მზია კიწმარიშვილს მიუძღვის. მისი ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს - „სტუმრად ზღაპართან“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად კი, მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. პატარებმა დაათვალიერეს სკოლა და ანიმაციურ ფილმებს უყურეს. გარდა ამისა, მასწავლებლებმა ბაღის აღსაზრდელებს ქართული ხალხური ზღაპრები წაუკითხეს, შეხვედრის ბოლოს კი, სამახსოვრო ბართები გადასცეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ თბილ, სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203