საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
08-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას სიღრმისეულად დ ხარისხიანად ასწავლიან. 

31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის მემორანდუმის დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც დაარსდა 2006 წლის 26 მაისს. 

მოსწავლეებმა მოინახულეს მუზეუმში დაცული დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა. 

მოსწავლეები ასევე გაეცნენ 1920-იან-1940-იანი წლების დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიებს, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტურ მასალას.

მოსწავლეებს თან ახლდნენ გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე და კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი ნათია პაპინაშვილი.

მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ოკუპაციის კვალი და სისასტიკე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203