„გამარჯობა მეზობელო“- დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, მე და საზოგადოების გაკვეთილზე საქართველოს მეზობელი ქვეყნების შესახებ პრეზენტაცია მომზადეს. მისი თემა იყო - „გამარჯობა მეზობელო“.
მოსწავლეებმა საქართველოს მეზობელი ქვეყნების შესახებ ისაუბრეს, დაამზადეს პოსტერები, დახატეს მეზობელი ქვეყნებისა და საქართველოს დროშები. მათ ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილას განათავსეს.
აქტივობას მასწავლებელი მერი გობაძე უძღვებოდა, ის მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: