„შევიყვაროთ წიგნის კითხვა“- პირველი სვირის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
05-04-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად, წიგნის სიყვარული ჩაუნერგონ.

ამ მიმართულებით კი, ისეთ აქტივობებს ახორციელებენ, რომლებიც ახალგაზრდებში მრავალმხრივ უნარებს ავითარებს. ამჯერად, მარეხ გიორგაძის სადამრიგებლო - მე-5 კლასში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, აქტივობა - „შევიყვაროთ წიგნის კითხვა“ განხორციელდა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ წაკითხული მოთხრობის შესახებ პრეზენტაციები გამართეს და მათთვის საინტერესო ეპიზოდებსა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სკოლაში დამრიგებელს აღნიშნული აქტივობისთვის მადლობას უხდიან. 

„წიგნიერება ის განძია, რომელიც აუცილებელია, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანი, განათლებული ახალგაზრდობა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203