მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა იმერეთის რეგიონალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზა
05-04-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშნდებიან დ სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, გოგონათა საფეხბურთო გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონალურ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობდა. 

ზესტაფონში წარმატებული პირველი ადგილის მფლობელი - მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, საჩხერის გოგონათა გუნდს დაუპირისპირდა და ღირსეულად დაიკავა მეორე ადგილი.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი,რომ მომავალი გამარჯვების საწყისია დადასტურდა 3 აპრილს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულ საფეხბურთო ტურნირში.
გვჯერა, რომ მათ ერთიანობა, სიყვარული და თანდგომა შეაძლებინებთ, არაერთხელ ასახელონ მშობლიური სკოლა და მუნიციპალიტეტი. ვუსურვებთ მათ წარმატებებს, რადგან „ზღაპრის ბოლო კეთილია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203