„მათემატიკის როლი თანამედროვე არქიტექტურაში“- შემეცნებითი პრეზენტაცია რცხმელურის საჯარო სკოლაში
05-04-2024
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, რომლის თემაც იყო - „მათემატიკის როლი თანამედროვე არქიტექტურაში“. მის მიმდინარეობაში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს დაახარისხეს, თანამედროვე ყოფაცხოვრებასა და არქიტექტურაში მათემატიკის როლზე პრეზენტაცია გამართეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გარდა ამისა, პრეზენტაციის ბოლოს, „ენგუჰესის“ შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა. 

აქტივობამ დიდი წარმატებითა და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203