ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საჯარო განხილვას ქუთაისის N17 სკოლა აქტიურად შეუერთდა - ღონისძიება ქუთაისის N1 სკოლაში გაიმართა
05-04-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 და ქუთაისის N17 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ახლახან, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხილვის მიზნით, ღია სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ შეკრებილ საზოგადოებას დოკუმენტის შინაარსი დეტალაურად გააცნეს.

აღნიშნულ საჯარო განხილვაში ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ - გიორგი ოსაძე, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები მონაწილეობდნენ. შეხვედრამ საინტეროსოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, საზოგადოებას სკოლის წარმატებულმა მოსწავლე დავით მუსლიევმა სიტყვით მიმართა, რომელმაც დოკუმენტის შესახებ, თავისი მოსაზრებები გამოთქვა.

სკოლაში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისათვის, მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203