ახალშენის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
05-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

სპეცმასწავლებელმა - ნატალი ბერიძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თემაზე - „აუტიზმი“ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. ბავშვებმა საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ. 

მათი გზავნილი ამ დღეს იყო - „მიიღე, შეიყვარე, მხარი დაუჭირე, დაეხმარე განათლების მიღებაში, დაიცავი უფლებები“. მოსწავლეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საქმეში.

ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინეტრესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203