პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათმატიკის გაკვეთილი 
05-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები კი მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პატარა მოსწავლეებს მათემატიკის საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, დაფაზე მათთვის თვალსაჩინოებები იყო განთავსებული. მოსწავლეებმს ხუთეული, ათეული და ოცეული უკვე კარგად იციან, ამიტომ დავალებების შესრულება არ გაჭირვებიათ. 

ისინი აქტივობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მასწავლებელს ყურადღებით მოუსმინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203