ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მათ პედაგოგები არაერთ საინტერესო, შემოქმედებით და სახალისო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, მოსწავლეებმა სიცილის დღე აღიშნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ ამ დღის შესახებ ისაუბრეს, გარდა ამისა, თავიანთი თავგდასავლებიდან, სასაცილო ეპიზოდები გაიხსენეს და მოყვნენ. მოსწავლეებმა ბევრი იცინეს, იცეკვეს, იმხიარულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.