ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მდინარე ჯონოულის პირას იაპონური საკურას გაშენებაში წვლილი შეიტანეს
05-04-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა  შეუერთდა ინიციატივას - „იაპონური ალუბლის ხეივანი მდინარე ჯონოულის პირას“.

სასკოლო საზოგადოებამ, დირექტორის -მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, დიდი სიამოვნებით მიიღო გამოწვევა - იაპონიის სიმბოლური მცენარის - საკურას ლეჩხუმში გაშენების თაობაზე და მოხარულია, რომ ამ საქმის თანამონაწილეა. 

„მთავარია სამი რამე ქვეყანაზე:
სიყვარული სიკეთე და სილამაზე!“, - სამივეს ნაზავი იყო დღე: სიყვარული მშობლიური კუთხისა ედო საფუძვლად სიკეთეს, იმ საქმეს, რომლის შედეგიც იქნება საოცარი სილამაზე: საკურას, იაპონური ალუბლის ხეივანი მდინარე ჯონოულის პირას. 

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან იდეის ავტორსა და ამ დიდი დღის შემოქმედს, ლექსო ჩარკვიანს, აღნიშნავენ, რომ მისმა ინიციატივამ ისე გააერთიანა მთელი ლეჩხუმი (და არა მარტო), როგორც ამ ერთი კვირის წინ მოპოვებულმა უდიდესმა საფეხბურთო გამარჯვებამ - სრულიად საქართველო.

„ღმერთმა უმრავლოს ბატონი ლექსოსთანა გულიანი ვაჟკაცები ჩვენს ლეჩხუმსა და დედასაქართველოს!ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილეობაც კი პატივია... გვჯერა, ჩვენი დარგული ნერგების გახარებითაც გავიხარებთ და ჩვენი თვალწარმტაცი კუთხის კიდევ უფრო გალამაზებითაც“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი მთვარისა ახვლედიანი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203