თიანეთის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
05-04-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა. 

კამპანიაში, II, III, IV და VI კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თავიანთი ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ სპეცმასწავლებელმა მაია ფოლადიშვილმა მოსწავლეებს გააცნო მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ, შემდეგ ბავშვებმა ააწყვეს ფაზლები და ამით გამოხატეს თანადგომა მეგობრების მიმართ.

დღე საინტერესო, შემეცნებითი, ინტერაქციული და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203