გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია 
05-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. 

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“, მონაწილეობდა.

კონკურსის პირველი ტური 3 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ გოგოლესუბნის, გორაბერეჟოულის, შუა ფარცხმისა და ზემო ფარცხმის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გუნდები.

ჟიურის შეფასებით გამარჯვებული გახდა გოგოლესუბნის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

გამარჯვებულ გუნდს რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ნატო კეკელიძემ გადასცა სამახსოვრო საჩუქარი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსმა ჩაიარა საინტერესოდ და ემოციურად. 

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებს გამარჯვებას და მათ წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203