ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გამართეს
05-04-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში თეატრისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყვეს და სპექტაკლი - „კომბლე“, გაითამაშეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარმოდგენა იყო ძალიან სახალისო და სასიამოვნო.

სპექტაკლს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, ისინი სიხარულით შეხვდნენ საყვარელი ზღაპრის გმირებს და ბოლოს ცეკვა-თამაშით გააცილეს ისინი. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორი ნინო მიქავა გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203