ხორშის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში გამართული სპექტაკლი ნახეს
05-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, სპექტაკლ - „ნატვრის ხეს“ დაესწრნენ. ის სენაკის სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის თეატრალთა დასმა - „ლამპარი“ წარადგინა. 

ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლს თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დადებითი ემოციებით დაიტვირთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203