მატნის N1 სკოლის მოსწავლეები საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
05-04-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ, შემეცნებით და საგანმანათლებლო სახის აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნელი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ბიბლიოთეკაში მათ საბავშვო მწერლებსა და წიგნებზე საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს, დაათვალიერეს გარემო და ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები წაიკითხეს. 

სტუმრობის მიზანი იყო, ბავშვებში წიგნის სიყვარულის გაღრმავება და მისი მნიშვნელობის გააზრება.

1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203