მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ახლახან, მე-9ა კლასში პროექტი - „პი-ს საერთაშორისო დღე“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ π რიცხვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ფაქტი მოიძიეს.
შემდეგ კი პრეზენტაციები გამართეს და მათ მიერ შერჩეული თემის ირგვლივ ისაუბრეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის წარდგენა საინტერესო და სახალისო გამოვიდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აქტივობები მასწავლებლის - მანანა მამარდაშვილისა და დამრიგებლის - მედეა მოდებაძის ჩართულობით განხორციელდა.