მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფრანგეთიდან დაბრუნებულ მეგობარს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
05-04-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას აძლევენ, არამედ მეგობრობას ასწავლიან.

ამას ადასტურებს ისიც, რომ მე-5 კლასელები, დამრიგებლის - მარინა ახალაურის ხელმძღვანელობით, საფრანგეთიდან დაბრუნებულ მეგობარს დიდი ჟრიამულით დახვდნენ. მათ ასევე, სკოლაში, საქართველო-საფრანგეთის მეგობრობასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა მათი ტრადიციების, მოსახლეობის, ღირსშესანიშნაობების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. 

ბავშვებმა ორი ქვეყნის - საქართველოსა და საფრანგეთის მსგავსება-განსხვავებებიც განიხილეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203