ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
05-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

აჯერად, სკოლის VI კლასის მოსწავლეები აჭარის ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა „პეიზაჟი“. პროგრამას უძღვებოდა ხელოვნების მუზეუმის გიდი-კოორდინატორი თეონა ქინქლაძე.

მოსწავლეებმა პროგრამის პრაქტიკული დავალებაც შეასრულეს. მათ მუზეუმის სივრცეში შექმნეს გრაფიკული ნამუშევრები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვენერა აბუსერიძე გახლავთ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203