„დედა ღვთაებაა სულისა“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ლამაზი ღონისძიება
05-04-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული. იქ მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება. 

რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, ნ. შეყილაძის სადამრიგებლო მე-3 კლასში პედაგოგმა - მზია შავგულიძემ ღონისძიება ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო „დედა ღვთაებაა სულისა“. მოსწავლეებმა საყვარელ დედებსა და პედაგოგებს ეს დღე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვეს.

ღონისძიების ბოლოს კი, პატარებმა დამსწრე საზოგადოება ყვავილებით დაასაჩუქრეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203