თელავის N5 საჯარო სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა
05-04-2024
თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება.
ამჯერად, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, კვირეული ჩატარდა.
კვირეულის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაცია მოამზადეს და წარადგინეს, ასევე ნახეს ფილმები, შემდეგ კი განიხილეს. გარდა ამისა, თემატური ნახატები დახატეს და სტერეოტიპების შესახებ იმსჯელეს.
პროექტის ფარგლებში, სპეციალურმა მასწავლებელმა ეკატერინე აივაზიშვილმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. აღსანიშნავია, რომ გაიმართა დისკუსია, ტესტირება და შეჯამება.
პროექტში მე-3, მე-4, მე7, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მისი ფასილიტატორი მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს