დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
30-05-2018
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. 

დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

დღემდე, სრული რეაბილიტაცია 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში ჩაუტარდა. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203