ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმეს
05-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო მინი ფეხბურთი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და სადაც ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველობა არავის დაუთმეს.

ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლაში, მათ გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203