თბილისის N28 საჯარო სკოლაში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი გამართეს
11-04-2024
თბილისის N28 საჯარო სკოლამ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს უმასპინძლა. 

მსახიობებმა, მოსწავლეებს სპექტაკლი - „მოგვთა საჩუქარი“, წარუდგინეს, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის. 

მოსწავლეები თავიანთ სკოლაში ეზიარნენ მსახიობების მაღალ სამსახიობო ოსტატობას და შთაბეჭდილებებით აღივსნენ. 

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან ემოციური იყო, ისინი პირადად შეხვდნენ გამოჩენილ მსახიობებს. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კულტურული ღირებულებების გაღრმავებას და მათში ხელოვნების, კერძოდ კი თეატრისადმი სიყვარულის დანერგვას. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203