თბილისის N28 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „გულივერის მოგზაურობა“ განიხილეს
05-04-2024
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგ ქეთევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით, VII კლასში ინგლისურ ენაში, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

პედაგოგმა და მოსწავლეებმა ირლანდიური წარმოშობის, დიდი ბრიტანელი მწერლის - ჯონათან სვიფტის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა მისი ბიოგრაფია და ფანტასტიკური ტეტრალოგია - „გულივერის მოგზაურობა“ განიხილეს. 

ღია გაკვეთილმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203