თბილისის N28 სკოლაში მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტის გახსნითი შეხვედრა შედგა
12-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში არის ჩართული. 

ახლახან, სკოლაში, პროექტის -  „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024 - იმოქმედე კლიმატისთვის“ ფარგლებში გახსნითი შეხვედრა შედგა. 

სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ქეთევან დავითაშვილი და ბიოლოგიის პედაგოგი ლიანა ქსოვრელი „ეკოკლუბის“ წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს პროექტის შესახებ ესაუბრნენ და კლუბის მუშაობის მიზანი გააცნეს. პედაგოგებმა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში მოსწავლეების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. ასევე, მოსწავლეები შეძლებენ, საკუთარი წვლილი და ძალისხმევა შეიტანონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების საკაცობრიო საქმეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203