თბილისის N28 სკოლაში „პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიების შესახებ“ პროექტი განხორციელდა
11-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ემსახურებოდა. 

პროექტი - „პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიების შესახებ“ სკოლის მერვე და მეათე კლასებში განხორციელდა.

პროექტი  შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, როგორიცაა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ტერმინების, ცნებებისა და სამსახურის მიმოხილვა. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, სოციალურ ქსელში მონაცემთა დამუშავების კანონიერება, არასრულწლოვნების უფლებები.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ გიული ხარხელი, ქეთევან დავითაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203