თბილისის N28 სკოლის პირველკლასელებისთვის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი ინტერაქტიული ექსკურსია მოეწყო
10-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად სთავაზობენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

სკოლის პირველკლასელების პირველი გასვლითი ღონისძიება „ექსპერიმენტორიუმში“ მოეწყო. 

პატარებისთვის ფიზიკის მუზეუმში ინტერაქტიული ექსკურსია მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ინტერაქტიულმა და სახალისო შოუმ ლაბორატორიაში პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

გასვლით ღონისძიებას პედაგოგი ლია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203