თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ციფრულ მუზეუმს სტუმრობდნენ  
08-04-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების განწყობის ამაღლებისთვის, მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს მოწყობისა და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებით ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-2 კლასის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება. ისინი, სტუმრად ციფრულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფუნჯების მაგივრად ნეონის ნათურებით განათებულ, ჰოლოგრამაში გაცოცხლებულ, ულამაზესი კონტრასტების სამყაროში, მოსწავლეებმა სასწავლო მასალა - „წყლის სამყარო“ უკეთ აღიქვეს და შეიმეცნეს.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების - „ხმელი წიფელი“, გაცოცხლებამ მოზარდებში განსაკუთრებული ემოცია აღძრა. მოსწავლეები ვაჟას ბუნებისა და სივრცის თანამონაწილეები გახდნენ და სკოლაში ენერგიულები და მოტივირებულები დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგი მადლობას უხდის მეორე კლასის მშობლებს მხარდაჭერისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203