ხონის N2 სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობები მოეწყო
05-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აქტიურად შეუერთდა.

ბავშვებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს. აღნიშნული აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ეს დღე ინფორმაციული, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203