„წყალი - სიცოცხლეა“ - საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში
08-04-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლა პროექტის - „ვზრუნავთ ჩვენს საარსებო გარემოზე“ ფარგლებში გამოეხმაურა. სკოლაში ჩატარდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება - „წყალი - სიცოცხლეა“.

„გადავარჩინოთ პლანეტა! წყალი სიცოცხლის წყაროა!“- ამ სლოგანების გარშემო გაერთიანებული მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და ბუნებრივი რესუსურსების დაზოგვისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა.

„მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც შემოუერთდა ღონისძიებას, რომლის მთავარი სათქმელი იყო წყლის კონსერვაციის მნიშვნელობა, მისი გავლენა ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება და კონსერვაციის მეთოდები.

ვულოცავთ ვიქტორინის გამარჯვებულებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. თქვენი ცოდნა და ძალისხმევა დაგეხმარებათ გახადოთ ჩვენი სამყარო უფრო ჯანსაღი და მდგრადი. გავაგრძელოთ ბრძოლა რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს სუფთა წყლი“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203