სამტრედიის N12 სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა 
05-04-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, IV, V და VI კლასებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ნახეს და გააანალიზეს თემატური ფილმი, დადგეს სპექტაკლი „მდინარის ბინადართა გასაჭირი“, შექმნეს პოსტერები, დაწერეს მოთხრობა „დედემიწა წყლის გარეშე“.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

ეს დღე საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე 22 მარტს მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203