ხონის N2 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩატარდა
04-04-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, პროექტის - „მედიაწიგნიერების მნიშვნელობა ტრადიციული და სოციალური მედიის თანაარსებობის კვალდაკვალ“ ფარგლებში, მე-10 კლასების მოსწავლეთა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - მაია მაჭარაძის ჩართულობით, სემინარი/ვორქშოფი ჩატარდა. მისი თემა მედიაწიგნიერება იყო. 

სემინარზე მიწვეულმა ტრენერმა, მედია-სოციოლოგმა - ნანა მაჭარაძემ თანამედროვე ინტერნეტმედიის განვითარებისა და ინფორმაციის ჭარბად გავრცელების ეპოქაში მოქალაქეებში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, წყაროების სანდოობასა და მედია პროდუქტის მოხმარებისას ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სემინარი/ვორქშოფის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები და საინტერესო თამაშები მოცემულ თემებთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203