კერძო სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეები გაზიანი სასმელების წარმოებას ქარხანაში დააკვირდნენ 
05-04-2024

კერძო სკოლა „ოპიზა“ მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. ეწყობა არაერთი გასვლითი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასის სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ნატახტარში, „კოკა-კოლას“ ქარხანაში. 

მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ბრენდის საუკუნოვან ისტორიას, პირველ ნიმუშებს და დააკვირდნენ გაზიანი სასმელის წარმოების პროცესს. 

გასვლითი ღონისძიება მე-8 კლასის დამრიგებლის - ირინა ბადიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203