კერძო სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები და უსაფრთხოდ მოძრაობის წესები სახალისო აქტივობებით შეისწავლეს
04-04-2024

კერძო სკოლა „ოპიზა“ მოსწავლეებს ხარისხიან, სიღრმისეულ განათლებას აძლევს. პედაგოგები მოსწავლეებს  მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ და გარდა სასკოლო საგნებისა, მნიშვნელოვან საკითხებს ასწავლიან, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. 

აღსანიშნავია, რომ „ოპიზაში“ სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევია. 

ახლახან, სკოლის მე-3 ყვითელმა კლასმა, რომელთა დამრიგებელი თათია ახობაძე გახლავთ, „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე, საგზაო ნიშნები და უსაფრთხოდ მოძრაობის წესები სახალისო აქტივობების მეშვეობით შეისწავლეს.

ამის შემდგომ მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს და თემატური პლაკატები შექმნეს. მოსწავლეებმა საგზაო ნიშნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

გაკვეთილი მესამეკლასელებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას სძენს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203