
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა. მოსწავლეებმა გეოგრაფიის პედაგოგ მანუშაკ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს, სადაც მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მათ კლასში ასევე მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღის ისტორია გაიხსენეს და მის შესახებ მოძიებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხელისით მონაწილეობდნენ.
14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ეძღვნება მდინარეების გადარჩენას და მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: