სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჩინეთის საელჩოში იმყოფებოდა
28-05-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება ძი იანჩის მიწვევით, სტუმრად ჩინეთის საელჩოში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაზე, ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და განათლებაზე.

რექტორი ელჩს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებისა და პროექტების შესახებ ესაუბრა. გააცნო საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისაუბრა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ქართველი ერის სიმტკიცეზე, ქართველების უდრეკ სულზე, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში დაძლიეს უამრავი აგრესორი და ყველა სირთულის მიუხედავად მოახერხეს თავიანთი დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკურ საკითხებზე და იმედი გამოთქვა, რომ ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზის მშენებლობის“ შედეგად, საქართველოს ეკონომიკა განვითარდება, რაც მთლიანი რეგიონის სოციალური განვითარების სტიმული იქნება.

შეხვედრის დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ ჩინეთის ელჩს ძი იანჩის, სამახსოვროდ კატალოგი „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“ გადასცა. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო ბოლო შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობა საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის მომავალშიც გაგრძლედება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203