ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
05-04-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა პროექტი თუ ღონისძიება. 

მათ შორის, მოეწყო ვიქტორინა, რომლის მიმდინარეობაშიც ირმა კიკალიშვილიშვილის სადამრიგებლო - მე-3 კლასისა და ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასის (დამრიგებელი ქრისტინე ქობულაძე) მოსწავლეები ჩაერთნენ. 

მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და ცოდნა გაიღრმავეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თამაშის დროს ანალიტიკური აზროვნება, სისხარტე და ცოდნის სიღრმავე გამოავლინეს.

სკოლის დირექტორმა - ვარდო უგლავამ თითოეული მოსწავლე სიგელით დააჯილდოვა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203