ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ არმინე მინასიანისა და მისი მოსწავლეების საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
04-04-2024
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, რუსული ენის უფროსმა მასწავლებელმა არმინე მინასიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა იყო „მიმღეობა“. მოსწავლეებმა ნასწავლი მასალით ტექსტი „ოცნების რესტორანი“ დაწერეს. გარდა ამისა, მათ ელექტრონული პრეზენტაცია გამართეს და ბროშურები მოამზადეს, რომელშიც რესტორნის ადგილმდებარეობა და ინტერიერი აღწერეს.
აღსანიშავია, რომ ბროშურაში რეკლამა და რესტორნის მენიუც განათავსეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და კრეატიული იყო.
მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის დირექტორმა ანაიდა აბგარიანმა და ენის კათედრის წარმომადგენლებმა შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს