მსჯელობა, ანალიზი და საინტერესო დასკვნები - ქუთაისის N26 სკოლაში, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა
05-04-2024

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი კრიტიკული აზროვნების, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, საკლუბო მუშაობის ფარგლებში, ჩატარდა აქტივობა - „იაზროვნე, როგორც დამნაშავე“. აქტივობაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

მათ იმსჯელეს, გააანალიზეს, გააკეთეს დასკვნები და შემდეგ წარმოადგინეს პასუხები.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, სახალისო აღმოჩნდა და მოწაფეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203